Tuesday, November 8, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო..."

პროექტის მთავარი იდეა.(თემა) 1–2 წინადადებით:
    მოსწავლეებმა  გაიხსენონ და მეტი ინფორმაცია მოიპოვონ საქართველოს კუთხეებზე და აღწერონ თითოეული მათგანი.



პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ მოსწავლეებს აღუძრავს ინტერესს საქართველოს კუთხეების შესახებ მეტი ცოდნა დაიგროვონ და განუვითარდებათ კვლევა–ძიების,  ახალი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარები.
პროექტის მიზნები:
 პროექტის მიზანია :გავუღვივო მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარული და უკეთ დავანახო  ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება .ისინი დაეუფლებიან ახალი მასალების მოპოვებასა და დახარისხებას.მოსწავლეებს განუვითარდებათ  ინფორმაციის მოძიება–დახარისხება–პრეზენტაციის უნარები.
მონაწილეთა ასაკი:
9–10  წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შედეგი თვალსაჩინო იქნება, თუ მოსწავლეებს გავუღვივებ სამშობლოს სიყვარულს, შეიცნობენ საქართველოს მრავალფეროვან ბუნებას,ტრადიციებს, წეს–ჩვეულებებს. შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალები(ფოტოები, ტექსტები, პრეზენტაციები, ნახატები).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ 
 IV.5  მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული (რეკლამის, საყმაწვილო ჟურნალის განცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვა.)წაკითხვადა გაგება.
IV.8   მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეთიკური და ეთიკური შეფასების სურვილს
IV.10  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი,თაბახის ფურცლები, კლასგარეშე ლიტერატურა, სახელმძღვანელო, კალმები, ფანქრები,მარკერები, საქართველოს ფიზიკური რუკა.
პროექტის მსვლელობა(ძირითდი აქტივობები):
თემის შერჩევის შემდეგ გამოიკვეთა აქტუალური საკითხები. შემდეგ მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს გავაცანი  სამუშაო გეგმა. ჯგუფებს ავარჩევინე მათთვის საინტერესო საკითხები და გადავანაწილე მოვალეობები.
პირველ ჯგუფს დაევალა: 
ა) საქართველოს კუთხეების და მათზე ინფორმაციების მოძიება.
ბ) მთისა და ბარის კუთხეების დახარისხება.
გ) კახეთის, ქართლისა და სვანეთის ბუნებრივი პირობებისა და ტრადიციების მოკვლევა.
მეორე ჯგუფის დავალება:
ა) მშობლიური კუთხეების აღწერა (ფოტო–მასალასთან ერთად).
ბ) ჩვენთვის ნაცნობი გამოჩენილი ადამიანები და მათი მშობლიური კუთხეების მოძიება.
გ)საქართველოს კუთხეების რუკის შექმნა (საქართველოს ფიზიკური რუკის გამოყენებით).
მესამე ჯგუფს დაევალა:
ა)  კუთხეების ძველი სახელწოდებების მოძიება.
ბ) თემა: "რომელ კუთხეში დავისვენებდი "(ან მოვინახულებდი) და რატომ?
გ)" ჩემი თვალით ნანახი ... (კუთხე) "–ნახატის წარმოდგენა ( ჯგუფისთვის საინტერესო  ნაცნობი ან წარმოდგენით ნანახი   კუთხე).  
 აქტივობების განხორციელება:
 მოსწავლეები ინფორმაციას მოიპოვებენ ინტერნეტის, კლასგარეშე ლიტერატურის და უფროსებთან ინტერვიუს აღების საშუალებით (წინასაწარ შეთანხმებით).
თითოეული ჯგუფის ლიდერი მოახდენს მოპოვებული  და მათ მიერ შექმნილი მასალის პრეზენტაციას.
 მათ მიერ მოპოვებული მასალები განთავსდება ბლოგზე.
შეფასება:
მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით, სადაც გავითვალისწინებ მასალების მოძიებასა და დახარისხებას, პრეზენტაციას, შესრულებული სამუშაოს მიზანთან შესაბამისობასა და ხარისხს .                                                                                  
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
აღნიშნულ სასწავლო პროექტს მჭიდრო კავშირი აქვს ბუნებისმეტყველებასთან.რაც გამოიხატება საქართველოს ფიზიკური რუკის გამოყენებაში, ბუნებრივ პირობებზე მასალების  მოძ იებასა და რუკის შექმნით.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ხათუნა სეფიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
xatunasefiashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
xatunasefiashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment