აბასგია(ბერძნ. აბასგია), აბაზგებით დასახლებული ისტორიული მხარე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახ. წ. დასაწყისში ეკავა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია.
არგვეთი - ( ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის და ტყიბულის რაიონებისა, ტყიბულისა და ჭიათურის საქალაქო საკრებულოების ტერიტორიას.)
ბაზალეთი - ისტორიული მხარე ქართლში. ვახუშტის ცნობით, აღმოსავლეთიდან - ბოდავის ციხე და ტინის მთა, დასავლეთიდან - გრემისხევი და ალევის მთა (ახლანდელი ალევის ქედი), ჩრდილოეთიდან - ჭართლის მთა
ბაიდარი (მხარე) (ძვ. წყალთაშუა), ისტორიული მხარე ქვემო ქართლში. მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გაშლილ ველს ახლანდელი ბოლნისის რაიონის სოფ. არუხლოს (ძვ. ნახიდური) აღმოსავლეთით. XVII საუკუნეში ირანის შაჰებმა აქ თანდათან ჩამოასახლეს მაჰმადიანი ტომები, რომლებიც ცელკე სოფლებად სახლდებოდნენ და ქართველი მეფის ზმებად ითვლებოდნენ.
ბამბაკი, მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე დებედის სათავის მთიან ხეობას. იგი სტრაბონისეული გოგარენეს და სომხური წყაროების გუგარქის ანუ ქვემო ქართლის უკიდურესი სამხრეთი თემი იყო.
ბასიანი - პროვინცია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია).
გაგი (პროვინცია) - ისტორიული პროვინცია (სანაპირო) საქართველოში, ცენტრი გაგის ციხე. გაგი დაახლოებით ემთხვეოდა ძველი გარდაბნისპროვინციას და XIII საუკუნის დასაწყისისათვის მოიცავდა ტერიტორიას მდინარე დებედიდან ქ. შამქორამდე (აზერბაიჯანი), მდინარე მტკვარსა და განჯის მთებს შორის.
გარეკახეთი - ისტორიული სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, მდინარე ივრის შუა დინებაზე, ერწოდან ქიზიყამდე. ტერიტორიულად დაახლოებით ემთხვევა ახლანდელი საგარეჯოს რაიონს.
გაღმამხარი (კახეთი) - ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ "გაღმამხარი" იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა.
გაღმამხარი (ქართლი) - ისტორიული მხარე ქართლში. სახელწოდება გვხვდება გვიანდელი ფეოდალური ხანის საბუთებში. ზოგი მკვლევრის აზრით, გაღმამხარი ეწოდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირს ტაშისკარიდან მცხეთამდე,
გუდამაყარი - აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით - ხევი, აღმოსავლეთით - ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით - ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით.
გუჯარეთი (მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბორჯომის რაიონის ტერიტორიის ნაწილი. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (კოლხური ცულის ყალიბი, ზოდები, თოხები) დასტურდება, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული, ისტორიულ წარსულში გუჯარეთი შედიოდა თორის მხარეში.
დვალეთი ისტორიული მხარე შუა საუუნეების საქართველოში, ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის.
დიღმისხევი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი; ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთული შუა საუკუნეების საქართველოში. ცენტრი - დიღომი.
დმანისხევი დბანისხევი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, აღმოსავლეთ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში, ახლანდელი ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე, მაშავერის ხეობის ადრინდელი სახელწოდება.
ელისენი ენისელი, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი. მოიცავდა მდინარეებს ბელაქნისწყალსა, გიშისწყალსა, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს (XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან საზღვრის ერთმა მხარემ გიშისწყლიდან ქურმუხისწყალზე გადაინაცვლა, რადგან აქ ამ დროისათვის ძირითადად უკვე ლეკი მოსახლეობა იყო). სახელწოდებას უკავშირებენ მისიონერ ელისეს, რომელიც, სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის (X ს.) ცნობით, ახ. წ. I საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ქრისტიანობას ქადაგებდა. V საუკუნიდან ელისენი ჰერეთის საერისთავოს ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა.
ერუშეთი - ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში). მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.) . შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა.
ერწო-თიანეთi
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს მდ. ივრის ზემოთის ზეგანს (თიანეთის რაიონი). ისტორიულად წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ორ ცალკეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს - ერწოსა და თიანეთს. მათ ერთობლივი ისტორიული განვითარებისა და მჭიდრო კავშირის გამო ისინი უძველეს წყაროებშივე ერთად მოიხსენიებიან.ერწო-თიანეთი ადმინისტრაციულად კახეთის საერისთავოში შედიოდა. ქართული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელი ნინო აქ ქრისტიანობას ქადაგებდა. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ერწო-თიანეთს დიდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებდა. აქ გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო მაგისტრალისა, რომელიც ქართლის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ალბანეთთან (კავკასიისა) და სომხეთთან აკავშირებდა.
ზემო ქართლი - ასე ეწოდებოდა XVI საუკუნემდე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს — მტკვრის ზემოთს ტაშისკარიდან მდინარე მტკვრის სათავემდე და ჭოროხის აუზის ზემო წელს. ეს ტერმინი წყაროში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, მაგრამ გაცილებით ადრინდელი უნდა იყოს. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ზემო ქართლი ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის ქართლოსის უფროსი ძის მცხეთოსის შვილების ოძრხოსის და ჯავახოსის წილხდომილი მხარეა. იგი მესხების და ჯავახების თავდაპირველი განსახლების ტერიტორიაა. ანტიკური წყაროების მიხედვით (სტრაბონი), ამ ტერიტორიას "მოსხიკე" (ქართულად: მესხეთი) ეწოდებოდა. ზემოქართლში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი და კოლა — მტკვრის ზემო წელზე: კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი — ჭოროხის ზემო წელზე.
ზენა სოფელი - ისტორიული მხარე ქართლში გვიანდელი შიდა ქართლის ნაწილი. მოიცავდა მდ. მტკვრის შუა წელის აუზს, რომელსაც აღმოსავლეთიდან მდ. არაგვი და არმაზის ხევი ესაზღვრება, დასავლეთიდან - ლიხის ქედი, სამხრეთიდან - თრიალეთის ქედი, ჩრდილოეთიდან - კავკასიონი.
თაკვერი - ისტორიული მხარე საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII საუკუნის ანონიმურ სომხეთის გეოგრაფიაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერი" ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელი რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით - ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდინარე ლაჯანურის (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. შუა ფეოდალურ ხანაში სახელწოდება "თაკვერს" მხოლოდ მეორე მნიშვნელობით ხმარობდნენ. XI საუკუნეში თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავის საგამგეოში იყო. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში შედიოდა.
თრიალეთი(მხარე)
- საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ქვემო ქართლის ნაწილი. წყაროებში პირველად მოიხსენიება I საუკუნეში რომაელ ავტორ პლინიუს უფროსთან. მოიცავდა მდინარე ქციის ზემო წელსა და შავწყაროსწყლის ხეობებს (ახლანდელი წალკისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე). სხვადასხვა პერიოდებში შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების (სამშვილდის და კლდეკარის საერისთავოები, თბილისის საამირო და სხვა) შემადგენლობაში.
თუშეთი -
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში
კამბეჩოვანი - კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ-კამბეჩისაგან), მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, კახეთში, მოიცავდა ტერიტორიას მდ. ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს შორის. ცენტრი ხორნაბუჯი, ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ. წ. I სს.) როგორც კამბისენე. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კამბეჩოვანი ალბანურ ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმოსავლეთ ქართველები), ალბანელები და სომხები. კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები. V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში. VI საუკუნეში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კამბეჩოვანი სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII საუკუნის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან კამბეჩოვანი ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII საუკუნეში გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში კამბეჩოვანი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოა. XIII საუკუნის დასაწყისში იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ - მონღოლებმა. XV საუკუნის ბოლოდან ისტორიულ კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება.
კოლბოფორი - ისტორიული ქვემო ქართლის (გოგარენე), კერძოდ, გარდაბნის პროვინციის ერთ-ერთი მხარე, მოიცავდა მდინარე ინჯა-სუს ხეობას (სომხეთი), ცენტრი — დაბა კოლბი (ახლანდელი სოფ. კოხბი). სოფლის მახლობლად არის ციხის (ვარაუდით, შუა საუკუნეების კაიწონის ციხე) ნანგრევები.
კუხეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარეების არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. ცენტრი ქ. რუსთავი. ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც — კაწარეთი და ბოდბე. გადმოცემით, მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ. წ. III ს.) დროს კუხეთი კახეთთან ერთად ერთ საერისთავოს წარმოადგენდა. შემდგომშიც იგი ადმინისტრაციულად კახეთთან იყო დაკავშირებული, თუმცა, გარკვეულ პერიოდებში ცალკე საგაგებლოდაც ჩანს. VIII საუკუნის 80-იან წლებში კუხეთი, როგორს საერისთავო, ახალწარმოქმნილ კახეთის სამთავროში შევიდა. არის მონაცემები, რომ X-XI საუკუნეებში კუხეთის ნაწილი ქ. რუსთავიანად თბილისის საამიროში შედიოდა. კუხეთი წყაროებში უკანასკნელად მოიხსენიება XII საუკუნეში, ამჯერად — როგორც გეოგრაფიული ცნება. XV საუკუნის ბოლოს კი ყოფილი კუხეთის ტერიტორია უკვე კახეთად იწოდება. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ კაწარეთში მოაქცია ქრისტიანობაზე კუხელები. გადმოცემითვე წმ. ნინო ბოდმის მონასტერშია დაკრძალული.
ლაზიკა
- ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო- საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე).
ლეჩხუმი -
დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია.
ლივანა - ლიგანი, ნიგალი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ფეოდალური ხანის სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში. წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში (ნიგალი). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: " და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით..." (ვახუშტი, 1941, გვ.136). შემდგომში ლივანად მიაჩნდათ მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია. 1549 წელს ლივანა ოსმალებმა დაიკავეს. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში, დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.
მაღრანდვალეთი - ისტორიული მხარე — თემი აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე ლიახვის სათავეებში, ძირითადად მოიცავდა ახლანდელ ჯავის რაიონის ედისის ტერიტორიას. ცენტრი ედისა (შუა ფეოდალური ხანა). სახელწოდება მაღრანდვალეთი პირველად გვხვდება XIV საუკუნეში („ძეგლი ერისთავთა“). ნაწარმოების სიტყვა მაღნარიდან (ტყიანი) და მხარის სახელწოდება დვალეთიდან. გვიანდელი შუა საუკუნეებში მაღრანდვალეთი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, მაღრანდვალეთი ქსნის ერისთავთა მამული იყო. მაღრანდვალეთის ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ე. წ. ცარციათების ნაქალაქარი სოფ. ედისის მახლობლად, „ზილდი მასიგ“ (უბნის კოშკი), ზურგიანი კოშკები გალუანთასა და ედისაში. მაღრანდვალეთის უძველესი მოსახლეობა ქართული და დვალური იყო. გვიანდელი შუა საუკუნეებში აქ კომპაქტურად დასახლდნენ ოსი მოახალშენეები.
მესხეთი -
ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი) მოიხსენიება ეს ტერიტორია “მოსხიკეს” სახელწოდებით. (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.
მთიულეთი
- საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი. თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატი, მრევლი, გარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა. ცენტრად კი, დაბა ფასანაური. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.
მუხრანი(რეგიონი) - მუხნარი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის რაიონის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდაგება "მუხიდან". ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი - საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი.
ოდიში(მხარე) - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანის სამეგრელოს ძირითადი ნაწილი (სამეგრელოს სამთავროს მეორე სახელწოდება). ერთი ვარაუდით, სახელწოდება "ოდიში" წარმართული ღვთაება ოდის სახელისაგან მოდის (ე.ი. ოდის ქვეყანა). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, ცალკეულ წყაროთა არაპირდაპირი ცნობებით, VI საუკუნისთვის ოდიში მოიცავდა მდინარეებს კელასურსა და ტეხურს შორის მდებარე ტერიტორიას. XVIII საუკუნის დასაწყისში, სამურზაყანოს წარმოქმნის შემდეგ, ოდიშს უწოდებენ ტერიტორიას მდინარეებს ენგურსა და ტეხურს შორის.
ოკრიბა - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი (ტყიბულის რაიონი). სახელწოდება „ოკრიბა“ პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სახელწოდების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის, ყველაზე დამაჯერებელია რომ სახელწოდება "ოკრიბა” მომდინარეობს ზანური "კირიბ” სიტყვიდან, რაც «საბატკნეს” ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”. ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. რიონი, ჩრდილოეთით, რაჭიდან – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, ლეჩხუმიდან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით არგვეთის მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს. ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი ქვის ხანიდანაა დამოწმებული.
პანკისის საერისთავო - ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თსამურზაყანო - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც პოლიტიკური ერთეული ჩამოყალიბდა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. მოიცავდა ძირითადად ახლანდელი გალის რაიონის ტერიტორიას.უშეთს. ცენტრი — პანკისის ციხე.
სამცხე - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარესოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი. სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული).
საჯავახო (მხარე) - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, საჯავახოს ქედის წინა ზოლის ტერიტორია, ახლანდელი სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე რეგიონი. სახელწოდება "საჯავახო" XIII საუკუნის ფეოდალის ჯავახ ჭილაისძის სახელიდან უნდა მოდიოდეს. ისტორიულ წყაროებში პირველად მოსხენიებულია XVI საუკუნეში. მონაცვლეობით ეკუთვნოდა გურიისა და სამეგრელოს სამთავროებს, იმერეთის სამეფოს.
სვანეთი -
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები. ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად. ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად.
ტაო - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში. პირველად მოიხსენიება ძვ. წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში “დაიაენის” სახელწოდებით. ურარტული წყაროები “დიაუხის” სახელით იცნობდნენ. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ტაოხები, ხალიბები, სკვითინები.
ფშავი -
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ “ფხოვი” გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში.
ქიზიყი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ტერიტორია მდ. მტკვრის ჩრდილოეთით, ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია).ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. სახელწოდება "ქიზიყი" წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. არსებობ ორი ძირითადი ვერსია, თუ რატომ მიეაცა ამ მხარეს სახელწოდება "ქიზიყი": სიტყვა "ყიზ" (აზერ. ქıზ) თურქულად, სპარსულად და აზერბაიჯანულად ნიშნავს გოგოს, ანუ ერთი ლეგენდით სპარსელებმა ბევრი ქიზიყელი ქალი მოიპარეს და სახელიც "გოგონების გვეყანა" უწოდეს. სიტყვა "სიღნაღ" სპარსული სიტყვაა და დაუნარცხავ ხალხს ნიშნავს, ხოლო ქისტებმა გადათარგმეს და "გიზიქ" უწოდეს. გვიანდელი შუა საუკუნეებში ქიზიყი იყო კახეთის ძირითადი ძალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში.
ქსნისხევი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს ქსნის ხეობას და მისი შენაკადების: ცხრაძმის, ჭურთის, ცხავატურის და ალეურის ხეობებს. ამ კუთხეს სამხრეთით ემიჯნება სოფელი მუხრანი, ხოლო ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს ყელის ტბა. ქსნისხევს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება მთიულეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით დუშეთის რაიონი (არაგვის ხეობა), ხოლო დასავლეთით ისტორიული შიდა ქართლი. ქსნისხევი ისტორიულად შედიოდა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ქსნის საერისთავოს სტატუსით და მას ქსნის ერისთავები მართავდნენ.
ცხავატი (რეგიონი) - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ახლანდელი დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით სოფ. ქვეშეთამდე. მთიულეთში სიტყვა "ცხავატი" მთაგორიან, ბარიდან მთისკენ გარდამავალი რელიეფის აღმნიშვნელი ზოგადი სახელია. წყაროებში ცხავატი პირველად VII საუკუნეში იხსენიება.
ცხრაძმისხევი - ცხრაზმისხევი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში მდ. ქსნის ხეობის ზემო წელზე. შუა საუკუნეებში - ადმინისტრაციული ერთეული. თავსდება ახლანდელი ახალგორის რაიონის ლარგვისის თემის საკრებულოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სახელწოდება მოდის ცხრა საძმოსაგან.
წანარეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მოიცავდა დარიალის ხეობის ზემოთს, ჯვრის უღელტეხილისა და მისი მიმდგომი რეგიონის ტერიტორიას - წანარეთის ხევს (იგივეა, რაც ხევი, ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორია)
წებელდა (მხარე) - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში - მდ. კოდორის შუა და ზემო წყლის აუზში (ახლანდელი გულრიფშის რაიონის წებელდის ტერიტორია). გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი დეოდალურ ხანაში აფსილების ტომის განსახლების მხარე.
წილკანი(მხარე) - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, შუა საუკუნეებში - თემი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) სათავეებში (ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორია). სახელწოდება მომდინარეობა სიტყვისაგან "წინკარი" (წინკარი>წირკანი>წილკანი). წილკანი საქართველოს ერთ-ერთი პირველი მხარეა, სადაც ქრისტიანული რელიგია გავრცელდა. ეროვნული ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა ნინომ წობენში სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. წილკნის მხარე ეკლესიურად შედიოდა წილკნის საეპისკოპოსოში.
წობენი - ისტორიულ-გეოგრაფიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი დუშეთის რაიონში, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, დაბა ჟინვალსა და სოფ. ჩინთს შორის. ეროვნული ტრადიციის თანახმად ქართველთა განმანათლებელმა ნინომ ამ ადგილებში გააქრისტიანა არაგვის ხეობის მთიელები: ჭართალელნი, ფხოველნი, წილკნელნი, გუდამაყრელნი, სოფ. ჩინთის განაპირას მინდორზე ამოზიდულ 15 მ სიმაღლის კლდეს ხალხური გადმოცემით "ნინოს ქვა" ჰქვია. შუა საუკუნეებში წობენი საეკლესიო გლეხებით დასახლებული სოფელი იყო. ადრინდელი შუა საეკუნეებში წობენი ერქვა აგრეთვე მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამო-ხერკის ჩრდილოეთით ჟინვალამდე მოსახლე თემს.
წოფოფორი - წობოფორი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმინისტაციულ-ტერიტორიული ერთეული შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში (ახლანდელი მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე). მოიცავდა მდ. ბანოშისწყლის (ძვ. ხოჟორნა) ხეობას მდ. დებედის ზვემო წელამდე (მიაჩნიათ, რომ გარკვეულ პერიოდში მის საზღვრებში იყო მოქცეული ჭოჭკანის ხეობა და მდ. დებედის ქვემო წელიც). სახელწოდება "წოფოფორი" მომდინარეობს რეგიონის ცენტრის - წოფის ციხისაგან და სომხური სიტყვისაგან "ფორ" (ნიშნავს ხევს). ქართული ისტორიული წყაროების თანახმად წოფოფორი გაჩიანის მხარეში შედიოდა.
ჭანეთი - ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. III-IV სს-ში იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნული თიანიკე. მხარე დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომით - ჭანებით.
ჭარ-ბელაქანი - XVIII ს. I მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე (ისტორიული კაკ-ენისელი) დაღესტნელი ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული; იგივეა, რაც გვიანდელი საინგილო.
ჭართალი (მხარე) - ჭართალეთი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდ. მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ. ანანურიდან მდ. ხანდოსხევამდე (ახლანდ. მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრება. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით — ბაზალეთი, აღმოსავლეთით — ფშავი, ხოლო დასავლეთით — ქსნის ხეობა.
ხანდო (მხარე) - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი არაგვის ხეობის ერთ-ერთი მცირე კუთხეა, რომელსაც ხშირად მთიულეთის ნაწილად მოიხსენიებენ
ხევი (მხარე)
- წანარეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით - მთიულეთი, ჩრდილოეთით - ოსეთი, დასავლეთით - შიდა ქართლის მთიანეთი. ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში. ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი.
ხევსურეთი -საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის . სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები.
ხერკი - ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შუა საუკუნეების ადმინისტრაციული ერთეული - ხევი (იგივე თემი) მდ. არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (ახლანდელი მცხეთისა და დუშეთის რაიონების ტერიტორიის ნაწილი). ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია.
ხორძენე - ხაზარები, ხორზენე (ანტიკური წყაროები - ხოტენე და კორაძენე), მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მდ. ჭოროხის ხეობაში. შუა საუკუნეებში მხრეები ტაო და კოლა.
ჯავახეთი -
მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში (ძირითადად მოიცავს ახლანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას), ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი (მდინარის მარცხენა შენაკადი ხევებიმგელციხიდან ასპინძამდე ასევე ჯავახეთში შედიოდა), ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები. ტერმინი „ჯავახეთი“ მიღებულია ჯავახ– ფუძეზე –ეთ ბოლოსართის დართვით, შესაბამისად „ჯავახეთი“ ჯავახების საცხოვრებელს, სამყოფელს ნიშნავს.
ჰერეთი -აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით.
No comments:
Post a Comment