Sunday, December 4, 2011

ჩვენთვის ნაცნობი გამოჩენილი ადამიანები და მათი მშობლიური კუთხეები.მე-2 ჯგუფის ნამუშევარი


ილია ჭავჭავაძე (კახეთი)



ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) — დიდიქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

იაკობ გოგებაშვილი (ქართლი)


იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912, თბილისი), ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.




ვაჟა_ფშაველა (ფშავი)

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915,თბილისი) — ქართველი პოეტი.
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში.

ალექსანდრე ყაზბეგი (ხევი)


ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში.

აკაკი წერეთელი (იმერეთი)

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე -იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

კონსტანტინე გამსახურდია (სამეგრელო)


კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) —ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დავით გურამიშვილი (ქართლი)

დავით გიორგის ძე გურამიშვილი (დ. 1705, სოფ. გორისუბანი, საგურამოს თემი — გ. 21 ივლისი/1 აგვისტო,1792, მირგოროდი, უკრაინა), ქართველი პოეტი.
< დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფ. ლამისყანაში გაიხიზნა.

 ანა კალანდაძე (გურია)

 ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი (ჩოხატაურის რაიონი), ჩოხატაურის რაიონი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.



Saturday, December 3, 2011

კახეთი,ქართლი და სვანეთი... 1-ლი ჯგუფის ნამუშევარი



კახეთი

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

ქართლი

ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი (შიდა ქართლი, მხარე მტკვრის შუა დინებაზე) და ქვენა სოფელი (ქვემო ქართლი, მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე).
ქართლის ტერიტორია ძვ. წ. IV ს. იბერიის სამეფოში შედიოდა. იბერიის ანუ ქართლის სამეფო შეიქმნა ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომლის დროსაც იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია. ფარნავაზმა ქართლის დედაქალაქად მცხეთა გამოაცხადა. ქართლის სამეფო როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად მეტად ძლიერი, ხოლო კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ძვ. წ. 65 ქართლი დალაშქრა პომპეუსმა. I-II სს. ქართლი კვლავ გაძლიერდა და IIს. 30-50-იან წლებში, ფარსმან-II-ის მეფობის დროს ქართლის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. IV საუკუნეში ქართლში ვრცელდება ქრისტიანული რელიგია.
V საუკუნის ბოლოდან იწყება ქართლის საუკუნოვანი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ დროს ქართლის მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. მან დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. VII-IX სს. ქართლში არაბები ბატონობდნენ. Xს. ქართლი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ცენტრი გახდა, ხოლო XV-XVIII სს. ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, რომელიც 1801 წლამდე არსებობდა.

სვანეთი

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.
სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).
მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.


ღირსშესანიშნაობები:
სოფელი უშგული
სვანური კოშკი
სვანური სახლი "მაჩუბი"
წარმართული ხასიათის ნიშები
ადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)
მარგიანების სახლ-მუზეუმი

Thursday, December 1, 2011

ჩემი მშობლიური კუთხე _ქართლი. ერიკ პეტროსიანი.მე-2 ჯგუფი

შიდა ქართლი
შიდა ქართლი – მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია ში და ქართლის ცენტრალურ ნაწილს.
შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო:
აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით.

შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა. ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები:აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.


ღირშესანიშნაობები
 ატენის სიონი
 ყინწვისის ეკლესია
 სამთავისის ეკლესია
 უფლისციხე
 რკონის მონასტერი
 გორის ციხე
 სურამის ციხე
 წრომის ტაძარი
 ქვათახევი

ჩემი მშობლიური კუთხე -სამეგრელო. თორნიკე ხარბედია.მე-2 ჯგუფი

სამეგრელო -რეგიონი, რომელიც სამეგრელოს ისტორიულ სამთავროს ეკავა, ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა - კოლხეთი, ეგრისი, ლაზიკა, ოდიში და მინგრელია. სამეგრელოს რეგიონს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქ ძლევამოსილი იმპერიები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. შედეგად, ეს მხარე ხშირად რომაელების, ბიზანტიელების, მონღოლების, თურქების, სპარსელების, რუსებისა და სხვათა არმიების არაერთი შემოსევის ობიექტი გახდა.
დღეს სამეგრელო ცნობილია თბილი, სუბტროპიკული ჰავით, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტყეებითა და ჭაობებით დაფარულ კოლხეთის ეროვნულ პარკში, სადაც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის შესანიშნავი გარემოა. საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სამეგრელოში რამდენიმე სახის ღვინო იწარმოება. მათგან ყველაზე განთქმულია „ოჯალეში“ (შავი ღვინო, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი; მზადდება იმავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან).


სამეგრელოს მრავალფეროვანი და ხანგრძლივი ისტორიის ამსახველი უამრავი ისტორიული ძეგლი და ნაგებობაა შემორჩენილი, რაც ამ რეგიონის სიამაყეს წარმოადგენს. ისტორიული მასალაა დაცული ზუგდიდში, დადიანების სასახლე–მუზეუმში, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშების შთამბეჭდავ კოლექციას ფლობს

კახეთი-ჩემი მშობლიური კუთხე.მარიამ იორამაშვილი.

კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის,დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.
კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩსთათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.


დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ანხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

Tuesday, November 29, 2011

"რომელ კუთხეში დავისვენებდი და რატომ?" მე-3 ჯგუფის ნამუშევარი

რომელ კუთხეში დავისვენებდი და რატომ?
   ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო.მიყვარს მისი მშვენიერი ბუნება,ტრადიციები,ხალხი…მეამაყება ჩემი ქვეყნის გმირული წარსული.
საქართველოს მადლიანი მიწის ყოველი მტკაველი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.აქაური ჰაერით ხომ სხვაგვარად ვსუნთქავთ...
  მიყვარს საქართველო თავისი კუთხეებით:
      “ქართლ-კახეთი,იმერეთი,
       გურია და სამეგრელო-
       ყველა ჩემი სამშობლოა_
       საყვარელი საქართველო.”
  ყველა კუთხე თავისი მრავალფეროვნებითა და იშვიათი ბუნებით,ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით გამოირჩევა.ჩემთვის ჩემი მშობლიური კუთხე ყველაზე ძვირფასია,მაგრამ მოძმე კუთხეებიც ძალიან მომწონს.ძალიან მინდა საკუთარი თვალით ვიხილო მთის კუთხეები.განსაკუთრებით მაინტერესებს ხევსურეთი.
ბევრი მსმენია ხევსურეთის სილამაზესა და და სიდიადეზე,ცადაზიდულ მთებსა და ხევსურულ კოშკებზე. მინდა თავად ვიხილო ეს ულამაზესი კუთხე თავისი მრავალფეროვანებითა და უჩვეულო სილამაზით.

საქართველოს კუთხეები და მათზე ინფორმაციები.1-ლი ჯგუფის ნამუშევარი

.1-კახეთი
კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარეივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრიჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა დათუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის,დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.
ტრადიციები
კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩსთათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
მოსახლეობა
ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძის _ კახოსის სახელს. იმ პერიოდში კახეთი მოიცავდა ტერიტორიას კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ტყეტბამდე.

III-IV სს. მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო, ხოლო IV ს.-ის დამდეგიდან კახეთის ცენტრად მეფე მირიანმა უჯარმაში გადმოიტანა. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება.

VIII ს. წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX საუკუნიდან მისი საზღვრები გაფართოვდა დასავლეთით ქართლისაკენ მდ. ქსნამდე, აღმოსავლეთით ჰერეთისაკენ; ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა, ასე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი მის ფარგლებში შევიდა, ხოლო სამხრეთით ძველი ქართული
პროვინციალ, გარდაბანი X ს. შუა წლებამდე ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა.

IX-X სს. კახეთი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.

ქართლი


ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი (შიდა ქართლი, მხარე მტკვრის შუა დინებაზე) და ქვენა სოფელი (ქვემო ქართლი, მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე).
ქართლის ტერიტორია ძვ. წ. IV ს. იბერიის სამეფოში შედიოდა. იბერიის ანუ ქართლის სამეფო შეიქმნა ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომლის დროსაც იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია. ფარნავაზმა ქართლის დედაქალაქად მცხეთა გამოაცხადა.
ღირსშესანიშნაობები:
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე,
გორის ციხე,
ატენის სიონის ეკლესია (VII ს.),
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII სს.),
სამთავისის ტაძარი (XI ს.),
წრომის ტაძარი,
ბულბულის ციხე,
რუისის ღვთისმშობლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი,
სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი,
ბოლნისის სიონი (V ს.-შუა საუკ.),
წუღრუღაშენი (შუა საუკ.),
ვანათი (V-VI სს.),
სათხის (X-XI სს.),
აკვანების (VI-VII სს.),
ამაღლების (VI-II სს.) ეკლესიები.
კაზრეთის სამება (შუა საუკ.),
გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესია (VI ს.).
აკაურთას, ნარდევანის,
სანთის ციკლოპური ციხეები (ძვ.წ.I ათასწლ.).
კარის ორბელიანის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XVII-XVIII სს.).
ქოლაგირის ციხეგალავანი და ეკლესია (შუა საუკ., XVIII ს.),
ნასოფლარი ქოლაგირი,
საყდრისი (ძვ.წ. 3018-2929),
ბეთანიის (XII-XIII-შუა საუკ.),
მარტყოფის (1699,XIX ს.),
ვარდისუბნის (შუა საუკ.) მონასტრები.
ანტონ მარტყოფელის სვეტი (შუა საუკ.),
პეტრიანთ საყდარი (1014-22),
ეგრისის კომპლექსი (X-XIII სს.),
სიხუაანთ საყდარი (1034),
კვირაცხოველი (VI-VII სს),
დიდი გომარეთის ღვთისმშობლის (შუა საუკ.) და წმ.ნიკოლოზის (X .) ეკლესიები,
ელისპირის წმ. დემეტრეს ეკლესია (VIII-IX, XIX ს.),
რევაზაშენი (VIII-IX სს.).
დმანისისა (XIII ს.) და სამშვილდის (VIII-შუა საუკ.) ნაქალაქარები.
სიონი (1702),
წმ.მარინეს (გვიანი შუა საუკ.),
წმ. ბასილის (VIII-IX სს.),
ამაღლების (VIII-IX სს.), უკანგორის (V-VI სს.) ეკლესიები,
ლამაზი საყდრის მონასტერყ (შუა საუკ.),
მანგლისის (VI-XI სს., XIX ს.),
აბელიანის (1250-1259),
დრიანეთის (X-XIსს.) ეკლესიები.
გუდარეხის (შუა საუკ.),
სამღერეთის (XIIIს.) სამონასტრო კომპლექსები,
ქვაჯვარი (XIIIს.),
კოშკი "სალხინო" (1811),
ნადარბაზევი (სასახლე და გალავანი (X-XIსს.),
პირღებულის (X-XIIIსს.), ფიტარეთის (1213-22) მონასტრები.
ბირთვისის, ხულუტის, წოფის ციხეები (შუა საუკ.).
ანდრიას ნასახლარი (შუა საუკ.-XIII ს.),
ღოუბნის ორმოცმოწამის ეკლესია (XVI ს.),
"დედა ღვთისა" (VIII-IX სს.),
ცხნარი (XIII ს.),
აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია (VI-VII ს.),
არჯევან-სარვანის წმ. გიორგის ეკლესია (XI ს.),
ედიქილის წმ. დემეტრეს ეკლესია (შუა საუკ.),
ედიქილის სასახლე (შუა საუკ.),
თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია (შუა საუკ.),
მენჰირი (ძვ. წ. I ათასწლ.),
კუშჩის წმ. გიორგის ეკლესია (VI-VII სს.),
ქირიაქის წმ. გიორგის ეკლესია (XII-XIII სს.),
ქირიაქის ორმალიანი ხიდი (შუა საუკ.),
ჩათახის მონასტერი (XII-XIII სს.),
ჭოჭიანი (შუასაუკ.)
ქვემო ქართლი გამორჩეულია თავისი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზებით, მინერალური და თერმული წყლებით. აქ გვხვდება ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ველები და წინაალპური მთები, ნახევრადუდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და ალპურ ზონები. ქართლში კლიმატი თბილია, ჰავა - რბილი.
ქვემო ქართლს უძველესი ისტორია აქვს. მისი ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. აქ შეიქმნა თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მითი არგონავტებზე. მხარეში შეხვდებით V-VI სს. და შემდგომი პერიოდის ისტორიულ ძეგლებს, ასევე ძვ.წ. I ათასწლეულის ნაქალაქარსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს. უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა პირველყოფილი ადამიანისა და მისი ადგილსამყოფელის ნაშთები დმანისის ნაქალაქარზე, რაც იმაზე მოწმობს, რომ დმანისელი ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე 1,8 მლნ წლის წინათ ბინადრობდა და რომ იგი უძველესია ევროპასა და აზიაში.

ქართული ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში შემოგვინახა ბოლნისის სიონმა (V ს.)
შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით – კავკასიონით, დასავლეთით – ლიხის ქედით, სამხრეთით თრიალეთის ქედით.
ქვემო ქართლი გამორჩეულია თავისი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზებით, მინერალური და თერმული წყლებით. აქ გვხვდება ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ველები და წინაალპური მთები, ნახევრადუდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და ალპურ ზონები. ქართლში კლიმატი თბილია, ჰავა - რბილი.
ქვემო ქართლს უძველესი ისტორია აქვს. მისი ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. აქ შეიქმნა თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მითი არგონავტებზე. მხარეში შეხვდებით V-VI სს. და შემდგომი პერიოდის ისტორიულ ძეგლებს, ასევე ძვ.წ. I ათასწლეულის ნაქალაქარსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს. უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა პირველყოფილი ადამიანისა და მისი ადგილსამყოფელის ნაშთები დმანისის ნაქალაქარზე, რაც იმაზე მოწმობს, რომ დმანისელი ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე 1,8 მლნ წლის წინათ ბინადრობდა და რომ იგი უძველესია ევროპასა და აზიაში.

ქართული ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში შემოგვინახა ბოლნისის სიონმა (V ს.).

იმერეთი
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში(როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ღირშესანიშნაობები:
მოწამეთა - სამონასტრო კომპლექსი (შუა საუკუნეები),
ბაგრატის ტაძარი,
გელათის მონასტერი და აკადემია,
უბისის ეკლესია (X-XI სს.),
ცხარის წმ. გიორგის მონასტერი,
გეგუთის ციხე (XII ს.),
სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი, 200 მ (სოფელ გორდასთან),
კაცხის სვეტი (შუა საუკ.),
ვანის ნაქალაქარი,
საკაჟიის, ყუმისთავის და ჭახათის გამოქვაბულები,
სათაფლიის კარსტული მღვიმე,
შორაპნის ციხე
ბუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს.)

გურია
სგურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.
ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.
ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის,ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია).
პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.
გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები
ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ.
სამეგრელო
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსადაფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს,წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს.
მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 51 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 10 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
 ქალაქი — 3: ამბროლაური, ონი, ცაგერი;
 დაბა — 3: კვაისა, ლენტეხი, ხარისთვალა;
 სოფელი — 251.
მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მეკარტოფილეობა, მევენახეობა) და მეცხოველეობა.
ღირსშესანიშნაობები
 ნიკორწმინდის ეკლესია
 ბარაკონის ტაძარი
 ხოტევის ციხე
 მინდა ციხე
 მრავალძალის ეკლესია
 კვარაციხე
 ხევი

 ხევი, წანარეთის ხევი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. ესაზღვრება ისტორიული რეგიონები: აღმოსავლეთით — ხევსურეთი, სამხრეთით — მთიულეთი, ჩრდილოეთით — ოსეთი, დასავლეთით — შიდა ქართლის მთიანეთი. საქართველოს თანამედროვე ტერიტორიული მოწყობით ხევი მცხეთა-მთიანეთის მხარეს ეკუთვნის, მოქცეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც დაბასტეფანწმინდაა.
 ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხისმყინვარში.
 ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი. მატიანეში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (IX საუკუნე) VI საუკუნის მოვნების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია „ხევი წანარეთისა“. შემდგომში სახელწოდება „წანარეთი“ ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ერთდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი „მოხევე“. დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (XVII საუკუნის20-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე).
 XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის 1804 აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.
 ხევსურეთი
 ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად
 ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან:მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
 ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
 სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო.

 ამ უმშვენიერეს მიდამოებში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, რაზედაც ბრინჯაოს ხანის აქ აღმოჩენილი ნივთებიც მოწმობენ. ხევსურები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა ისინი უმეტესად ჯერ კიდევ წარმართულ კერპებს ეთაყვანებიან, ამიტომაც აქ წარმართული სამლოცველო უფრო მრავლადაა, ვიდრე ეკლესია-მონასტერი.
 ხევსურეთის სიამაყეა მიუვალ კლდეზე შეფენილი სოფელი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან ერთადერთი ბილიკი აკავშირებს. აქაური სახლები კოშკებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთგვარ თავდაცვით კედელს ქმნიან.


ღირსშესანიშნაობები:
შატილის ციხე-სოფელი
გუდანის ჯვარი
ანატორის ჯვარი
ხახმატის ციხე
ახიელის ციხე
ლებაისკარის ციხე
მუცოს ციხე
 თუშეთი
 თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთითფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
 ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.

 თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, აქ ადამიანი გვიან ბრინჯაოს ხანაში დასახლებულა. ქართულ საისტორიო წყაროებში კი საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება თუშეთის შესახებ.
 საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები – ქვის ეს დრეკადი ნაგებობები თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავის დასაღწევად. ამ კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. თუშეთში რომ კულტურა და არქიტექტურა უძველეს დროშივე იყო განვითარებული, ამაზე მეტყველებენ ასევე ფუტკრის სკის სტილის ნაგებობები.
 თუშეთი განთქმულია თავისი მეცხვარეობით. აქაური ცხვრის ყველი საუკეთესოა მთელს საქართველოში. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები.
 ღირსშესანიშნაობები:
ომალოსა და დართლოს ციხე-კოშკები
წყაროს ციხე
ჰეღოს ციხე
შენახოს ეკლესია
თუშეთის ეროვნული პარკი
 აჭარა



აჭარა საქართველოს ერთერთი ულამაზესი და უძველესი ისტორიული კუთხეა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრია ბათუმი. აჭარას ჩრდილოეთით გურია, აღმოსავლეთით-ახალციხე, სამხრეთით-კარჩხალის ქედი, დასავლეთით კი არსიანის მთა ესაზღვრება.
აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მტებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს, ზღვისპირა ფართობი კი ქობულეთისა და კახაბრის ვაკე-დაბლობებს. მესხეთის, შავშეთისა და არსიანის ქედებს შორის განლაგებულია აჭარის ქვაბული. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე ჭარბი ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღალმთიანეთში ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული მოკლე და თბილია. აჭარა გამოირჩევა ხელსაყრელი, თბილი ჰავით. აქ გვხვდება როგორც მთა, ასევე ვაკე ადგილები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხეობები, ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, მრავალსაუკუნეოვანი არქეოლოგიური ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები.
სახელწოდება აჭარა VII ს-დან გვხვდება და სავარაუდოდ უკავშირდება გეოგრაფიულ სახელებს –აჭი, საჭანო. ჯერ კიდევ "ფარნავაზის ცხოვრებაში" (ძვ.წ.) აჭარა მოხსენიებულია მხარედ, რომელიც ზღვამდე აღწევდა და თავისი განუმეორებლობით დამპყრობლებს იზიდავდა. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება "აჭარის ქვეყნად". იგი იყოფოდა ორ ძირითად ნაწილად, ზემო აჭარად და ქვემო აჭარად. ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. აჭარა მესხეთის ნაწილს შეადგენდა.
სვანეთი
სვანეთი

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.
სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).
ღირსშესანიშნაობები:
სოფელი უშგული
სვანური კოშკი
სვანური სახლი "მაჩუბი"
წარმართული ხასიათის ნიშები
ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)
მარგიანების სახლ-მუზეუმი,ადიშის, იელის სვიფის, წვირმის.